კახაბერ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი: 30 მარტი 1965 წ.
განათლება:
1998წ. ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1990წ. ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შრომითი საქმიანობა:
2023 წლის 1 დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
2019 წლიდან 2023 წლამდე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.
2017-2019წწ. თსუ რექტორის კონსულტანტი.
2013-2016წწ. თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი.
2010-2016წწ. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების მოწვეული პროფესორი.
2010-2011წწ. თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე.
2009-2010წწ. ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენერალური მენეჯერი.
2007-2009წწ. ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენერალური მენეჯერის მოადგილე.
2005-2006წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე.
1999-2006წწ. თსუ ენებისა და მათი სწავლების მეთოდიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი.
2000-2006წწ. თსუ დოცენტი, ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრა.
1990-2000წწ. თსუ ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.
გამოქვეყნებული შრომები:
2000-2023 წწ. 35 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია.
პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა:
2013-2016 წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი.
2011-2012 წწ. - საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” წევრი; ენის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგობრივი ჯგუფის ექსპერტი; ეკონომიკის თემატური ჯგუფის ინოვაციებისა და ბუნებრივი რესურსების ქვეჯგუფის კოორდინატორი.
2011-2013წწ. “პროფესორთა ლიგა”-ს დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.
2003-2008წწ. ასოციაცია “მეცნიერები მომავლისათვის” პრეზიდენტი. 2005-2006წწ. საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ცხოვრების წესი”-ს დამფუძნებელი და გაზეთ “საქართველოს ცხოვრების” გამომცემელი და რედაქტორი.
1999-2006წწ. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2002-2003წწ. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული განათლების რეფორმირებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
2003-2005წწ. ჟურნალ „ენის სახლი“-ს დამფუძნებელი და გამომცემელი.
1998-2004წწ. ჟურნალ „ექო სახიერი“-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე.
1995-2003წწ. საქართველოს შსს საზოგადოებრივი ინსტიტუტის წევრი.
პროფესიული განვითარება:
1984-1988 წწ. კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუმინული და მოლდავური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალისტი.
2002წ. კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობის მშენებლობა და ქალის როლი მშვიდობის მშენებლობაში (კვალიფიკაცია - კონფლიქტოლოგიისა და გენდერულ საკითხთა ექსპერტი)
. 2004წ. ენერგიის ეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება (კვალიფიკაცია - განვითარების პროცესის პროექტირების, პრეზენტაციისა და მენეჯმენტის ექსპერტი).
2005წ. ბოლონიის პროცესი და ხარისხის უზრუნველყოფის მართვა უმაღლეს სასწავლებელში.
2015წ. ჩეხეთი (პრაღა) - სამეცნიერო-საგანმანათლებლო და პრაქტიკული სტაჟირება: „მომსახურების სფეროს საწარმოთა მენეჯმენტი“